საგანმანათლებლო სტანდარტი დამტკიცდა - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება
25-08-2023

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარების წესი დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია, შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომლებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და ამ პროგრამის განხორციელების წინაპირობები, დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძირითადი ნაწილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სახელწოდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) მისანიჭებელ კვალიფიკაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

დ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონეს ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით;

ე) კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების (ECVET) რაოდენობას;

ვ) კლასიფიკაციის აღწერას, განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCED-F 2013), დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ISCO-08 და ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით;

ზ) დასაქმების შესაძლებლობებს;

თ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს;

ი) სწავლის შედეგებსა და სწავლის შედეგების დეტალურ აღწერას;

კ) კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულო ზოგადი და პროფესიული მოდულების დასახელებას და მათ კრედიტთა რაოდენობას, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში – არჩევითი მოდულების ბლოკსა და მის კრედიტთა რაოდენობას;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების საფუძველს, - ნათქვამია ბრძანებაში რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი

დეტალები იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203