მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაციის ვადები და საგნობრივი მიმართულებები
უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღი ცნობილია. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.
გაეცანით, უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას შემდეგი მიმართულებით აცხადებს:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- რუსული ენა
- ინგლისური ენა
- ფრანგული ენა
- გერმანული ენა
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- გეოგრაფია
- ისტორია
- სამოქალაქო განათლება
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა წარსადგენი დოკუმენტები 24 -აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ(გარდა უქმე და დასვენების დღეებისა; 11:00 საათიდან - 17 საათამდე).
პროგრამაზე მიღების წინაპირობა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
რეგისტრაცია 21 აგვისტოს 10:00-დან 3 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2023 წლის 7, 8, 9 და 11 სექტემბერს. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 13 სექტემბერს.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდები ჩატარდება პირისპირ ფორმატში.
პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღებისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2023 წლის 6 სექტემბერს.
ილიას უნივერსიტეტში 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები)
რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ასატვირთი დოკუმენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, გარდა კვირა დღისა (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ., შაბათი 10:00-15:00 სთ.) გაგრძელდება.
გასაუბრებები დაიწყება 11 სექტემბრიდან და ჩატარდება საგნობრივი მიმართულებების მიხედვით. თითოეულ კანდიდატს გასაუბრების თარიღი და დრო ეცნობება ინდივიდუალურად საბუთების წარმოდგენის/რეგისტრაციის დროს.
გამოცდა/გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 20 სექტემბერს.
რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- მუსიკა
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა დეტალურად იხილეთ ბმულზე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია 13 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
უნივერისტეტში პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:
- ქართული ენისა და ლიტერატურია
- ინგლისური ენა.
შიდასაუნვიერისტეტო გამოცდა/გასაუბრება ჩატარდება შემდეგნაირად:
- გამოცდა სპეციალობაში/ზეპირი გასაუბრება – 14 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს