შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია გატანაბრებისა და სკალირების ქულებიც. საბოლოო შედეგების და ჩარიცხვების გამოქვეყნებამდე აბიტურიენტების ინტერესს საკონკურსო ქულის გამოანგარიშების წესი წარმოადგენს, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; უცხოურ ენაში - 145,6; მათემატიკაში - 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3;
5. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 145,6X3 + 154,0X5 = 606,4 + 436,8 + 770,0 = 1813,2. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება.
კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამების ჩამატებისა და წაშლისთვის
ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათამდე გაქვთ - იხილეთ
ინსტრუქცია