ქულა 1473 ნაშრომს მოემატა, ხოლო 25-ს დააკლდა - აპელაციის დეტალები
29-08-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით წელს, 123440 ნაშრომიდან 4202 ნაშრომის შედეგი გასაჩივრდა. 

„ჩარიცხვები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება“ - სოფიო გორგოძე


როგორც გორგოძე აღნიშნავს, ყველაზე  მეტო სააპელაციო განაცხადი ქართულ ენასა და ლიტერატურაში შევიდა. ამასთან, აეპაციის შედეგად პირველადი შეფასება 1498 ნაშრომს შეეცვალა,1473 ნაშრომს ქულა მოემატა, ხოლო 25 ნაშრომს დააკლდა. 

გათანაბრებული და სკალირებული ქულები ცნობილია - დეტალები

ცენტრის ხელმძრვანელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა, შარშანდელტან შედარებით მცირეა, გასულ წელს 116938 ნაშრომიდან  4381 ნაშრომის პირევლადი შედეგი გასაჩივრდა.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა  -  1588;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ინგლისური ენა - 754;
რუსული ენა - 15;
გერმანული ენა - 19;
ფრანგული ენა - 2;
მათემატიკა - 510;
ისტორია - 796;
გეოგრაფია  - 29;
ბიოლოგია - 228;
ქიმია - 60;
ფიზიკა - 40;
ლიტერატურა - 52;
ხელოვნება - 7;
სამოქალაქო განათლება - 114.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203