ზაკის სკოლაში საბავშვო სპექტაკლ „მხიარული ფერმის“ პრემიერა გაიმართა
10-05-2018
ზაკის საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბმა სახელწოდებით - „საბავშვო თეატრი“, სპექტაკლ „მხიარული ფერმის“ პრემიერა გამართა. 

სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას 25–მდე  საბაზო საფეხურის მოსწავლე იღებდა. 

“სპექტაკლზე მუშაობისას მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით არ გაგვირჩევია. როლი ყველა მსურველს მიეცა და საბოლოოდ, საინტერესო ნამუშევარი მივიღეთ. ზოგიერთი მოსწავლე რეჟისურაშიც აქტიურად გვეხმარებოდა. მშობელთა ჩართულობაც ძალიან დიდი იყო. როლური თამაში არაფორმალურ გარემოში ენის შესწავლას, მეტყველების დახვეწას, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას ხელს დიდად უწყობს.“ – აღნიშნა ქართული ენის კლუბის ხელმძღვანელმა ცაულინა მალაზონიამ.

საბავშვო თეატრი ზაკის საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში შეიქმნა. მომავალ წარმოდგენას ის ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის გეგმავს. 

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203