18 სექტემბერს სწავლა ბაღებში დაიწყება - თბილისის საბავშვო ბაღებში საბუთების ბოლო ვადა ცნობილია
30-08-2023
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წელი 18 სექტემბრიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, 2023 წელს დასრულდება და ექსპლოატაციაში შევა 9 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 3000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
ცნობისთვის, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იყო ყველა იმ ბავშვისთვის, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით 2 წელი შეუსრულდება.
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ანუ 8 სექტემბრამდე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.