ბულაჩაურის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ინიციატივით ინგლისური ენის კლუბი შეიქმნა.
კლუბის მიზანია ინგლისური ენის გამოყენებითი სწავლა, შესაბამისად მათი ჩატარებული აქტივობები მრავალფეროვანია.
წინა სემესტრის დასასრულს კლუბმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა დადგმები „წითელქუდა“ და „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ წარმოადგინეს.
ასევე სკოლის მასშტაბით ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი, რომელშიც მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 4 გამარჯვებული, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
ამჟამად კლუბი კედლის გაზეთზე „the breaktime“ მუშაობს.
კლუბის თავჯდომარე მერვე კლასის მოსწავლე ნატო ჭანუყვაძეა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ კლუბის facebook გვერდს მისამართზე:
bulachaurienglishclub იხილეთ ფოტოები