სკოლის ფართის ცვლილება და მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდა - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
31-08-2023

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭო 1-ელ და 4 სექტემბერს 9 სკოლის საკითხს განიხილავს.

ოფიციალური მონაცემებით, 1 სექტემბერს განიხილება შპს თაობის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისა და მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხი;

ასევე გადაწყვეტილია დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1, ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის N1 და ბათუმის N25 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხის განხილვა.

4 სექტემბერს კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის ქუთაისის N30, თბილისის №118, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 და კასპის N1 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203