ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები ყაზბეგიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ
10-05-2018
ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ექსკურსიაზე ყაზბეგში იმყოფებოდნენ. მეთერთმეტეკლასელებმა ყაზბეგში წასვლა ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს და მწერლის მშობლიური მხარე დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიის მონაწილეები სკოლაში კმაყოფილები დაბრუნდნენ. „ჯერ კიდევ დათოვლილ ყაზბეგში არაჩვეულებრივი სანახაობა ვიხილეთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები