27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა ისტორიების შეგროვება უკვე დაიწყო და სპეციალურად შექმნილი კომისია, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს შორის გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთაც პომპეზურ ღონისძიებაზე 10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი გადაეცემათ.
„მასწავლებლების ისტორიებს ხვალიდან შევაგროვებთ“ - გიორგი ამილახვარი
მთავარი კრიტერიუმი გახლავთ განსაკუთრებული დამსახურება სკოლის, მოსწავლეების, თემისა თუ საზოგადოების განვითარებაში, თუმცა საინტერესოა, ვინ უნდა შეარჩიოს ეს ღვაწლმოსილი პედაგოგები ან ინ უნდა მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია მათ შესახებ?
მინისტრმა მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა - ღვაწლმოსილ პედაგოგებს 10000 ლარი გადაეცემათ
განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი განმარტავს, რომ „სკოლებს უკვე შეუძლიათ პედაგოგების ისტორიები მიაწოდონ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც თავის მხრივ ამ დოკუმენტაციას სამინისტოს წარუდგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩევს კომისია გამარჯვებულ მასწავლებლებს“.
ცნობილია ისიც, რომ დაწესებული 10 ათასი ლარი, ყველა გამარჯვებულზე კი არ განაწილდება, არამედ თითოეული პედაგოგი მიიღებს აღნიშნულ თანხას.