„რეფორმების ჯგუფი გასულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე“ - გიორგი ამილახვარი
03-09-2023

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო წარადგენს პრეზენტაციას და ცნობილი გახდება იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც სკოლების, სახელმძღვანელოების, პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემის მიმართულებით იგეგმება.

ამილახვარმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენენ ინიციატივას, რის საფუძველზეც „პროფესიული განათლების ინტეგრირება მოხდება სკოლებში“.

„ახლო მომავალში გვექნება სხვადასხვა მექანიზმების წარდგენა რომელიც უფრო აამაღლებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს; პირველად, თანამედროვე ისტორიის ფარგლებში, ხდება მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება და ბუნებრივია, ერთ-ერთი კომპონენტია, რათა ჩვენს საზოგადოებაში ამ პროფესიის პოპულარიზაცია გავზარდოთ, ასევე ღვაწლმოსილ პედაგოგებს სახელმწიფომ თანადგომა გამოუცხადოს.

მინისტრად ჩემი დანიშვნის შემდეგ, კვირა არ გასულა, არ შევხვედროდი მასწავლებლებს, სადაც ვსაუბრობდით კარიერული წინსვლის სქემაზე, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საკითხებზე...

რეფორმების ჯგუფი უკვე გასულია გარკვეულ კონტურებსა და გადაწყვეტილებებზე, ახლო მომავალში გვექნება პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გაირკვევა ყველაფერი“, - აღნიშნა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203