აბედათის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს
01-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლას წელს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტში, მათ შორის, დაფინანსებით ჩაირიცხნენ.

სკოლა 10 კურსდამთავრებულის საამაყო შედეგებს გვიზიარებს: 

ლიზი ხარებავა, 70%-იანი გრანტით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩაირიცხა;

ქეთი ჯღარკავა, 50%-იანი გრანტით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელებს სწავლას;

ნიკუშა ხურცილავა, გოგა ჩარგაზია და აკაკი ფანცულაია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის უფასო ფაკულტეტზე ერთად ისწავლიან;

მარიამ კიკალიშვილი და ქეთი წოწონავა ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმზე გააგრძელებენ სწავლას;

თორნიკე გაგუა ქუთაისის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სამართალის ფაკულტეტზე;

გიორგი წულაია სწავლას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალის ფაკულტეტზე გააგრძელებს,  ნინო ვახანია კი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლება.

სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს მიღწეულ შედეგებს და მათ წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203