ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი დამტკიცდა, რომელიც განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს.
აღსანიშნავია, რომ სისტემაში აისახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის, ბავშვებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები.
სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს. ესენი გახლავთ:
ა) სამინისტრო;
ბ) მართვის სისტემა;
გ) სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
დ) სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
ე) დაწესებულება/საჯარო დაწესებულება;
ვ) მუნიციპალიტეტი;
ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მართვისა და მიწოდების მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საჯარო დაწესებულებებს (შემდგომში − სააგენტო).
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.