ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა - თბილისის მერიის განცხადება
02-09-2023

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.

„დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.

პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის!“,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203