ვის დაუბრუნდება რეგისტრაციაში გადახდილი თანხა სრულად - გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალებს ასაჯაროებს
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ თუ:
- პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
- გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება;
- არ გამოცხადდა გამოცდაზე.
თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 4 ოქტომბრის18:00 საათამდე.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.