ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეწვია
10-05-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებაც ხშირად იმართება. 

კერძოდ, ცოტა ხნის წინ სკოლას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, სპმთპ -ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქურიძე, „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად პროგრამის მოხალისე მაწავლებელი და მოწვეული სტუმრები ეწვივნენ. 

ამავდროულად, სკოლაში სხვადასხვა ტიპის გაკვეთილი მიმდინარეობდა, მათ შორის ინტეგრირებული და სამოდელო; ხოლო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელმა, საერთაშორისო განათლების ცენტრის კოორდინატორმა, ამერიკული საერთაშორისო განათლების ქსელის კონსულტანტმა ელენე ბერეკაშვილმა სკოლის მეათე კლასთან თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა.   

და ბოლოს, მოსწავლეებმა უილიამ შექსპირის პიესების და სონეტების მიხედვით ბალ-მასკარადი მოაწყვეს.

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა მოხარულია, რომ უკვე მეორე წელია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. სკოლის ორი კურსდამთავრებული ქეთი ჩიკაშუა და მარიამ გურგენაძე ამ უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები არიან, რისთვისაც სკოლამ უნივერსიტეტიდან მადლობის სიგელიც მიიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტია დაგეგმილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203