10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა - რა შედეგები გვაქვს 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე
2023 წელს სტუდენტის სტატუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრერებული აბიტურიენტების 77%-მა ანუ 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა.რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს. ჯამში
დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელმა მოიპოვა.
აღსანიშნავია რომ 23440 ნაშრომიდან 4202 შედეგი გასაჩივრდა. აპელაციის შედეგად კი პირველადი შეფასება 1498 ნაშრომს შეეცვალა,1473 ნაშრომს ქულა მოემატა, ხოლო 25 ნაშრომს დააკლდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ მაღალია იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებლელი, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს საბუნებისმეტყველო საგნებში.
ფიზიკაში ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტთა 30.95%-მა;
ქიმიაში - 19.53 % -მა გასმოსაცდელმა
ბიოლოგიაში - 14.71%-მა.
მაღალია არაქართულენობანი აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელიც: ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) გამოცდაზე გასული 602 აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი 24.25%-მა ვერ დაძლია, ხოლო ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) გამოცდაზე გასულმა 2573 აპლიკანტიდან ბარიერი 35.6%-მა ვერ დაძლია.
რაც შეეხება საგნებს, რომელშიც ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა შემდეგია: 649 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა ინგლისურში; 75-მა აბიტურიენტმა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ხოლო 44 -მა მათემატიკაში.