განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება და ღვაწლმოსილი პედაგოგები სამკერდე ნიშანთან ერთად, 10000 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებენ. პედაგოგების ისტორიების შეგროვება უკვე დაიწყო და კანდიდატურებს სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს.
ცნობილია ისიც, რომ კომისიის სახელზე სააპლიკაციო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს 21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით ან/და მატერიალურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში.
სააპლიკაციო განაცხადი
* საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი (სკოლაში, თემში ან/და ქვეყნის მასშტაბით);
* მოსწავლეების აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული ზრდის აქტიური მხარდაჭერა;
* მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და შემეცნების სურვილის გაღვივება;
* პედაგოგიკური და პროფესიული ცოდნის გაზიარება და პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
* ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელების ინიციატივა;
* საგანმანათლებლო/პედაგოგიკური რესურსების შექმნა და გაზიარება;
* სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობებში სამაგალითო ჩართულობა;
* სასკოლო საზოგადოებაში შემოქმედებითი იდეების წახალისება;
* ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა სკოლის, საზოგადოების ან ქვეყნის/სისტემის კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ;
* სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
* ადამიანების კეთილდღეობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული აქტივობების/ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და განხორციელება;
* განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.