ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა კულტურის სახლის კედელი მოხატა
10-05-2018
ხოფურის საჯარო სკოლაში სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში კლუბი „ლიდერი“ ფუნქციონირებდა. ამ დროის განმავლობაში კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი:

„რაც ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანია, კლუბი სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხს კიდევ უფრო აძლიერებს. წევრები სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტს ასრულებენ. ყველაზე დიდი წარმატება ხოფურის საჯარო სკოლისათვის კი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იმ მცირე გრანტის მოპოვება იყო, რომელიც კლუბმა პროექტ „მინერალური წყალი ხოფურის“ ფარგლებში განახორციელა“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის ბოლოს კი კლუბის წევრებმა 2018 წლის 7 მაისს ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბავშვთა უფლებების დღესთან დაკავშირებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის კედელი მოხატეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203