მასწავლებელთა შედეგების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო 
05-09-2023
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგის გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუინების ვადებსა და ინსტრუქციებს სეფასებისა და გამცოდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

იმ გამოსაცდელებს, რომელთაც საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე, აგრეთვე იმ გამოსაცდელებს, რომელთა საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვალა ტესტის შეფასება, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
 
განაცხადები მიიღება 5 სექტემბერიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203