ვალეს N1 საჯარო სკოლაში რუბრიკა „წარმატებული ფლექსელები“ გრძელდება
10-05-2018
ვალეს N1 საჯარო სკოლაში რუბრიკა „ჩვენი სკოლის ფლექსელები“ მორიგ წარმატებულ ფელქსელს წარმოგიდგენთ.
მაია კოპაძე ფლექსის გაცვლით პროგრამაში 2015-2016 წლებში მონაწილეობდა.
ის თავისი გამოცდილებისა და მომავალი გეგმების შესახებ თავად მოგვითხრობს:
„პროგრამის
ფარგლებში გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, აიოვას შტატში
ერთი აკადემიური წლით, რომელიც ცხოვრების საუკეთესოთა საუკეთესო
გამოცდილება იყო ჩემთვის. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში, საბანკო და საფინანსო საქმის მეორე კურსზე, ასევე აქტიურად
ვთანამშრომლობ არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და მონაწილეობას ვიღებ მოხალისეობრივ პროექტებში. რაც
შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში მინდა წარმატებული სტუდენტის
სტატუსით დავამთავრო ბაკალავრიატის საფეხური და შემდგომ სწავლა განვაგრძო
საზღვარგარეთ, მაგისტრატურის საფეხურზე. ჩემი გეგმები აქ არ სრულდება, რადგან ძალიან მინდა შეგროვებული ცოდნისა და უნარების დემონსტრირება ჩემს
ქვეყანაში, ფინანსებისა და ეკონომიკის განხრით“.
ვალეს N1 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მაიას და მომავალში კარიერულ და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.