განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დმანისის ნაქალაქარის გზამკვლევს აკეთებენ
10-05-2018
დმანისის, განთიადის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ნათია ნარსავიძემ დმანისის ნაქალაქარში გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ტურისტული გზამკვლევის შექმნა. 

მოსწავლეები გზამკვლევს ინგლისურ ენაზე გააკეთებენ. სკოლის აღსაზრდელებმა შუა საუკუნეების ნაქალაქარს ფოტოებიც გადაუღეს და გზამკვლევს ინფორმაციასთან ერთად დაურთავენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203