ვინ გახდა ასპინძის სკოლის შიდა საკონკურსო გაკვეთილის გამარჯვებული
16-11-2016

ასპინძის სკოლის IV კლასის ინგლისური ენის პედაგოგმა ინგა ზედგინიძემ ჩაატარა შიდა საკონკურსო სახის გაკვეთილი. 

მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზეპირმეტყველებაში, ინგლისური სიტყვების გამოცნობაში, დამარცვლაში, კითხვასა და წერაში.

როგორც ინგა ზედგინიძე აღნიშნავს, მოსწავლეებმა მოცემულ დავალებებს საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე გვანცა ივანიძე, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

გამარჯვებული მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203