ჩოლურის საჯარო სკოლაში ისტორიის ვიქტორინას სკოლის დირექცია და მასწავლებლები დაესწრნენ
10-05-2018
ჩოლურის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მეხუთედან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე იღებდა.
ვიქტორინა ოთხი ნაწილისგან შედგებოდა და თითოეული ტური ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. მონაწილე მოსწავლეები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილნი. პასუხებს სკოლის მასწავლებლებისაგან შემდგარი ჟიური ამოწმებდა. გამარჯვებული გუნდიც სწორედ მათ გამოავლინეს.
ვიქტორინაზე ქართული ფილმების ფრაგმენტები, ფოტოები და სააზროვნო კითხვები იყო გამოყენებული, რომლის უმრავლესობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდებოდა.
ღონისძიებას სკოლის დირექცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ. იხილეთ ფოტოები