ნეირობიოლოგებმა, კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ საჭიროა, სკოლებში სწავლა 10 საათზე იწყებოდეს;
საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვებს, დილით ადრიანად გაღვიძება უჭირთ, შედეგად კი ისინი ნაკლებად პროდუქტიულები არიან, განსაკუთრებით ეს ეხება თინეიჯერებს, რომლებისთვისაც ადრე დაძინება წარმოუდგენელია.
მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეები დეპრესიაში ვარდებიან და ზედმეტ ჭამას, მოწევას იწყებენ ხშირად იმის გამო, რომ მუდმივად ადრე ადგომით გაფუჭებული განწყობა როგორმე გაახალისონ.
ნეირობიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ძალით გაღვიძებული ბავშვი სკოლაში სათანადოდ ვერ ითვისებს ინფორმაციას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწავლების დაწყების დრო არა ინფრასტრუქტურის მოხერხებულად ფუნქციონირებას, არამედ ტვინის მუშაობის რიტმს უნდა ეფუძნებოდეს. მიღებული ინფორმაცია კი მხოლოდ მაშინ იქცევა ცოდნად, როცა ბავშვი კარგად იაზრებს მას.