რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
„იმ მშობელთა საყურადღებოდ, რომელთა შვილებიც ვერ ჩაირიცხნენ ელექტრონული რეგისტრაციის შედეგად ბაღში, გრძელდება განცხადებების მიღება, რომლის საფუძველზეც მოხდება ბავშვების ჩარიცხვა დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.
განცხადების დასაწერად უნდა მობრძანდეთ მისამართზე, მეგობრობის გამზირი 20ბ, მუნიციპალური სერვისების ცენტრი.
აქვე, კიდევ ერთხელ გაცნობებთ რომ მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მე-11-ე, 23-ე და 25-ე ფილიალების აღსაზრდელები გადანაწილდებიან სხვადასხვა ფილიალებში, ხოლო 31-ე ბაღის აღსაზრდელები 21-ე მიკრორაიონში არსებულ ალტერნატიულ ფართში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ გაერთიანების facebook გვერდზე ან დარეკეთ რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე: 1300“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.