გურიაში სტიქიის შედეგად 3 პირი დაიკარგა, აქედან 2 არასრულწლოვანია
08-09-2023
გურიაში სტიქიას ებრძვიან, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გარე სამყაროს მოწყვეტილია რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ, გურიაში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
 
„ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203