ოშორის საჯარო სკოლის 5 კურსდამთავრებული სტუდენტია, მათგან ერთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 
08-09-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის 5-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათ შორის ერთმა კი - სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

ოქროსმედალოსანი - ლუკა შავაძე, რომელმაც 50%-იანი გრანტი მოიპოვა, ქეთი აბულაძე, თორნიკე შაინიძე, გიორგი სახელაშვილი და სალომე ბოლქვაძე, სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების წარმატებაში სკოლას და განსაკუთრებით კლასის ხელმძრვანელ- მარინე ნემსაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.

სკოლა ამაყია კურსდამთავრებულების წარმატებით და მათ, წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავთ, ყველა სტუდენტს და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს. ვუსურვებთ წარმატებულ, შინაარსიან, ნაყოფიერ სტუდენტობას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203