ძლიერმა ნალექებმა მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები შეიძლება გამოიწვიოს - მორიგი გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-10 სექტემბრის ამინდის პროგნოზს ავრცელებს და მოსახელობას აფრთხილებს.
„9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.