რომელი პირველკურსელები მიიღებენ 2000 და 1000 ლარიან ფულად ჯილდოს? 
11-09-2023

აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგებით ჩარიცხულ სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს. 

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წელს რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მათ შორის, 150 სტუდენტი 100% და 70% გრანტით.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად უმაღლეს სასწავლებლებში 100% -70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს შეხვდა და გადაწყვეტილება გააცნო - სტუდენტები წახალისების მიზნით, 2000 და 1000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203