„სასწავლო პროგრამაში ცვლილებებს ვგეგმავთ... სწავლა 15 სექტემბერს იწყება“ - მინისტრი ახალი სასწავლო წლის 3 სიახლეს ასაჯაროებს
11-09-2023

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მედიაში განაცხადა, რომ სამინისტრო რამდენიმე ძირეულ ცვლილებას გეგმავს.

„ყველა მოსწავლეს მინდა მივულოცო სწავლის დაწყება. 15 სექტემბერს, პირველკლასელებს დახვდებათ სკოლებში ყველა საჭირო რესურსი, სახელმძღვანელოები, „ბუქები“... ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჭადრაკის სწავლება გაგრძელდება მეორე კლასშიც“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, გაფართოვდება სკოლებში თავდაცვისა და სპორტული მიმართულებები; ასევე „ბევრი სიახლე ელოდება ჩვენს მოსწავლეებს. ვგეგმავთ სასწავლო პროგრამაში ამბიციურ ცვლილებებს“, - დასძინა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203