გურიაში მომხდარ სტიქიას - ძლიერ წვიმასა და მეწყერს 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 არასრულწლოვანი... იყო მატერიალური ზარალიც; დაიტბორა სახლები, შენობები, დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა.
დაზიანდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე
etaloni.ge-ს ეუბნება, სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა იმდენად დაზიანდა, რომ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება შეუძლებელია. პრობლემა წარმოიშვა ჩოჩხათის საჯარო სკოლის შემთხვევაშიც - სოფელში გზები დაზიანდა, ამიტომაც მოსწავლეებს ტრანსპორტი შემოვლითი გზებით ატარებს.
„მოვარდნილმა წყალმა, სახლი წაიღო... შემდეგ კი თორნიკე გარდაცვლილი იპოვეს“ - ჯუმათის სკოლის დირექტორი დეტალებზე„ყველაზე მეტად შრომისუბნის სკოლა დაზიანდა, ამ ეტაპზე, შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება შეუძლებელია. მანამ, სანამ შენობა სრულად არ დასუფთავდება, ინფრასტრუქტურა აღდგება და ზარალი დაითვლება სწავლა დაქვემდებარებული სკოლის - ჯიხანჯირის კორპუსში წარიმართება.
ჩოჩხათის სკოლის შემთხვევაში, ცვლილებები ტრანსპორტის მიმართულებით იქნება, რადგან სოფელში გზებია დაზიანებული. ამიტომაც, ბავშვებს სკოლაში შემოვლითი, უსაფრთხო გზებით მიიყვანენ“,- ამბობს ნინო ჩიტიძე.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საასწავლო პროცესი ყველგან 15 სექტემბერს დაიწყება.
„სხვა სკოლებში არ გვაქვს პრობლემა, უმნიშვნელო ზარალია, რასაც სკოლები საკუთარი ძალით მოაგვარებენ. სასწავლო პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან 15 სექტემბერს დაიწყება“,- აღნიშნა ნინო ჩიტიძემ.
გურიაში სტიქიის შედეგად 3 პირი დაიკარგა, აქედან 2 არასრულწლოვანია