„ევროპის დღეები“-თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნამუშევრებისთვის სიგელებით დააჯილდოვეს
10-05-2018

„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში თემაზე „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ საქართველოს პარლამენტში ნახატების გამოფენა მოეწყო, რომელიც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გახსნა.

მანამდე ხატვის კონკურსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. კონკურსისთვის თელავის N2 საჯარო სკოლიდან ლუკა შავაძის, ანა გაგნიძის და ნათია ორკოდაშვილის ნამუშევრები შეირჩა. მოსწავლეები დასკვნით ტურში მიიწვიეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები

 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203