შუახევში გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში რაიონული საგნობრივი კონკურსი ჩატარდა
10-05-2018
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში რაიონული საგნობრივი კონკურსის II დასკვნითი ტური ჩატარდა. 

ტური გეოგრაფიაში X-XI კლასის და სამოქალაქო განათლებაში IX-X კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა. 

გეოგრაფიის კონკურსში შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული 24 სკოლა, ხოლო სამოქალაქო განათლებაში -  27 სკოლა მონაწილეობდა. 

შედეგები ცნობილი იქნება 3 დღის ვადაში. 

გამოვლინდებიან I, II და III  ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით. 

კონკურსი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203