მასწავლებლის სახლი ბაღის თანამშრომლებისთვის შეხვედრას ჩაატარებს 
13-09-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში - 14 სექტემბერს, 19:00 საათზე მშობლებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებისთვის, გაიმართება ინტერაქციული ვებინარი - „თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის”.

სასწავლო წლის დაწყებისას, სკოლასა და ოჯახს შორის ეფექტიან კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვებინარის ფარგლებში ინკლუზიური განათლების ექსპერტი და მშობელი დიალოგის ფორმატში განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

რას გულისხმობს თანამშრომლობა და რატომაა მნიშვნელოვანი ორმხრივი კომუნიკაცია?
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ოჯახს?
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მშობელს?
რა არის გავრცელებული მცდარი წარმოდგენები, რომლებიც ართულებს თანამშრომლობას?
ოჯახის წარმომადგენლების მიერ ხშირად დასმული კითხვები.

მოწვეული სტუმრები:

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - ლიკა ქურციკიძე.
მშობელი, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარე - ლია ტაბატაძე.

ვებინარი ჩატარდება ონლაინ , პლატფორმა TEAMS ის გამოყენებით. დამსწრეებს საშუალება ექნებათ გააჟღერონ შეკითხვები.

ვებინარზე დასასწრებად, მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: 
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_NjE3NTUzM2MtYzhlYi00YWQwLTgyZmQtNjMzZDk5ODVkYjhk%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%22920ea83d-004e-4274-bb0b-e17b08e8c7c9%22%7d

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203