ცნობილია, 60-კრედიტიან პროგრამაზე, რომელ უნივერსიტეტს რამდენი ადგილი ექნება - მასწავლებლის მომზადების პროგრამის დეტალები
17-09-2023

განათლების მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე, სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებენ აპლიკანტებს. ცნობილია ადგილების რაოდენობაც:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 130;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 190;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 135;

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 85;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 60;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50;

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 55;

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია - 7;

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - 8;

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 80;

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 25;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 20;

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - 117;

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - 150;

საქართველოს უნივერსიტეტი - 10;

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 40;

ევროპის  უნივერსიტეტი - 120;

თბილისის თავისუფალი აკადემია - 60;

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში - 30;

საერთო რაოდენობა - 1422.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203