განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 14,18 და 20 სექტემბერს სხვადასხვა სკოლის საკითხს განიხილავს.
ცნობილია, რომ 14 სექტემბერს განიხილება:ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3, შოთა რუსთაველის სახელობის, ხაშურის №9, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხი.
18 სექტემბერს საბჭო განიხილავს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხს;
ასევე განიხილება ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების და მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხები.
18 სექტემბერსვე განიხილება ახალი ქართულ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხი;
განსახილველ საკითხთა სია: შპს „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხები.
20 სექტემბერს კი სკოლებს ავტორიზაციის საბჭო, სხდომაზე მოეწყობა:
შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხის განხილვა;შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხის განხილვა;
მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;
ახალციხის N1 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურას საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
ზუგდიდის N10 საჯარო სკოლს ავტორიზაციის საკითხის საკითხის განხილვა;
ბათუმის N17 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.