მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია პროექტ - ,,რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.
2023 წლის 22 ოქტომბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს 30 სპეციალური განათლების მასწავლებელს რეგიონებიდან.
სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 9 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.
რეგიონის სკოლაში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 2023 წლის 14 სექტემბრიდან - 23 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/5S9FQ9NzgUB3nNfB6
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
აუცილებელი პირობაა, რომ სპეციალურ მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის კოორდინატორებს: