მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო იწვევს ინგლისური ენის პედაგოგებს დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგ პროგრამაზე.სამი მოდულისგან შემდგარი 22-საათიანი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა პედაგოგებს აღჭურავს სასარგებლო ცოდნით შეფასების მეთოდების სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ.
პროგრამის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები. ტრენინგ პროგრამა მოიცავს სამ მოდულს (დეტალები იხილეთ განაცხადის ფორმაში), ლაივ სესიებს, ფორუმებს და რეფლექსიურ ჟურნალებს.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს აქტივობა უღიარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების ვალდებულებების ნაწილში.
იხილეთ
დეტალები