''ასტრიდობა'' რაჭაში - უწერის სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს
16-11-2016
''ასტრიდობა'', ანუ ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღე, უწერის სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს. 

უწერის სკოლაში უკვე მესამე წელია 14 ნოემბერს, ასტრიდის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღე სკოლისთვის სიმბოლურია, რადგან ამ  დღიდან დაიწყო უწერის სკოლის მოსწავლეების წიგნების სამყაროში მოგზაურობა.  

უმცროსკლასელებმა დადგეს მინისპექტაკლი "პეპი გრძელწინდადან" და ერთ-ერთი ეპიზოდი გააცოცხლეს. მასწავლებელთან ერთად რეკვიზიტების შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. 
უფროსკლასელებმა კი ბოლო წუთამდე სიურპრიზად დატოვეს ჩანაფიქრი. მათ "ძმები ლომგულები" შეარჩიეს და ხუთწუთიანი სპექტაკლი წარმოადგინეს.  
 
მუსიკა, ფორმები, როლების გადანაწილება, რეკვიზიტები - ამ ყველაფერზე თავად იზრუნეს. მაჭკატები, მურაბები, ორცხობილები - დღის ყველაზე ტკბილ ნაწილად მოიტოვეს.ასტრიდისთვის გამომცხვარი ჰქონდათ სადღესასწაულო ნამცხვარი. 
 
წიგნებიდან წინასწარ მომზადებული ამონარიდებმა ჩვეული სიხალისე შემატა დღეს. ჰყავდათ ვირტუალური სტუმრები თბილისიდან, რომლებმაც გაუზიარეს შვედი მწერლისადმი საკუთარი დამოკიდებულებებისა და სიყვარულის შესახებ. დღის ბოლოს კი მისალოცი წერილები მისწერეს ასტრიდ ლინდგრენს და 1969 წელს გადაღებულ ფილმს "პეპი გრძელწინდას" უყურეს.

აღნიშნული ღონისძიება, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლელა კოტორაშვილმა მოაწყო.  
 
მსოფლიო, ბავშვების საყვარელი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს აღნიშნავს

იხილეთ ''ასტრიდობის'' აღნიშვნის ამსახველი საინტერესო ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203