რას მოხმარდება განათლების სამინისტროს დამატებითი დაფინანსება - ფინანსთა მინისტრს მასწავლებელთა ხელფასები არ უხსენებია
15-09-2023

სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მილიონით იზრდება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე აღნიშნული თანხიდან დიდი წილი ჯანდაცვის სამინისტროს მოხმარდება, ხოლო რაც შეეხება განათლების სამინისტროს, 47 მილიონი ლარით იზრდება დაფინანსება.

„34 მილიონი ლარი მოხმარდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე 10 მილიონ ლარამდე იზრდება მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203