ლეღვას N2 საჯარო სკოლის პირველკალსელებმა ანბანთან გამომშვიდობების საღამო გამართეს
10-05-2018
ლეღვას N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში, პედაგოგის ლეილა სტამბოლიშვილის ხელმძღვანელობით ანბანთან გამომშვიდობების საღამო - „მადლობა შენდა, მადლობა შენდა, მადლობა შენდა ძია, იაკობ!“ გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

სკოლის დირექცია პირველი კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ულოცავს. 

„კლასის ხელმძღვანელს ლეილა სტამბოლიშვილს დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზებისათვის,  ვუსურვებთ მრავალი წარმატებული თაობა აეღზარდოს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203