დირექტორებს ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ - მაძიებელი მასწავლებლების წარდგენა 19 სექტემბრიდან იწყება
18-09-2023

მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და ცენტრში წერილობითი ფორმით მომართვის ვადები. ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა, აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასოს და წარადგინოს მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის სამი ძირითადი კომპონენტი: აკადემიური კურსი, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი და საგნის კომპეტენციის დადასტურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრაქტიკული კურსის დასრულებაში იგულისხმება, რომ მაძიებელ მასწავლებელს არა მხოლოდ პერიოდით განსაზღვრული სავალდებულო რაოდენობის გაკვეთილები უნდა ჰქონდეს ჩატარებული, არამედ შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, რომელიც დადასტურებული იქნება ტუტორის უკუკავშირით. შეფასება არ სჭირდებათ იმ მაძიებელ მასწავლებლებს, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ სავალდებულო აქტივობების განხორციელება (აკადემიური და/ან პრაქტიკული კურსი).

სკოლის დირექტორებს ვაძლევთ რეკომენდაციას, შეფასების დროს, იხელმძღვანელონ დოკუმენტით ,,აქტივობების ჩამონათვალი და მათი განმარტებები“ 

აუცილებელია, რომ სკოლის დირექტორმა შეაფასოს საქაღალდეში განთავსებული ყველა აქტივობა და აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, უნდა შეაფასოს „მასწავლებლობის მაძიებლობის კურსი“ და დაურთოს შესაბამისი დოკუმენტი(ბრძანება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ პრაქტიკული კურსის დადებითად შეფასების შემდეგ იმისათვის რომ მაძიებელი მასწავლებელი წარადგინოთ სტატუსზე სკოლის დირექტორი ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აუსახოს თითოეული აქტივობის დადებითი/უარყოფითი შეფასება;

  • ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აუსახოს მასწავლებლობის მაძიებლობის კურსის დადებითი/უარყოფითი შეფასება;

  • მოამზადოს წერილი ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით აცნობოს ცენტრს;

აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს ცენტრის დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203