ძირკვაძეების საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ
11-05-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას აქტიურად ახორციელებენ. 

სკოლაში ბულინგის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს ბულინგის შესახებ ინფორმაცია, გააკეთეს პლაკატები და ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილიონ თავიდან ბულინგის შემთხვევები. 

ღონისძიების შემდეგ მათი დამზადებული პლაკატები სკოლაში გამოაკრეს. 

უფროსკლასელებს არც პატარები ჩამოუვარდებიან შემოქმედებითობაში. 

მათ ხელოვნების გაკვეთილზე ასფალტი ფერადი ცარცებით მოხატეს და შესვენებაზე გამოსულ მოსწავლეებს ფერადი ეზო დაახვედრეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203