სენაკის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციის გზებზე იმსჯელეს
11-05-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლაში ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით თემაზე - „ოჯახში ძალადობა“ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ თამარ ხარჩილავა, დაჯი ავალიანი და მეგი ჯომიდავა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის ფარგლებში, ორგანიზატორებმა განიხილეს ძალადობის სახეები, ოჯახში ძალადობა, მისი შედეგები და აღმოსაფხვრელი პრევენციები. მათ ასევე იმსჯელეს სკოლაში ბულინგზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე.

დამატებით, ტრენინგის მონაწილე მოსწავლეებს საქართველოში დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მიეწოდათ.

ტრენინგის მონაწილეებმა ასევე ძალადობასთან დაკავშირებით ვიდეოფილმები ნახეს. ჩვენებას განხილვა მოჰყვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის მიზანი იყო ძალადობის აღმოფხვრის გზების ძიება. 

„მიზანი იყო დაგვედგინა, რა გზები შეიძლება გამონახულ იქნას ძალადობის პრევენციისთვის, მისი უარყოფითი მხარეების ჩვენება დამსწრე საზოგადოებისთვის, საბოლოოდ კი ერთ აზრზე შეჯერება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203