საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციებით იყო მორთული, მოსწავლეები დიდი სიხარულით, ხოლო მასწავლებლები ენთუზიაზმით აღსავსენი დაუბრუნდნენ სასწავლო გარემოს.
სკოლაში დიდი სიხარულით შეეგებნენ პირველკლასელების შებრძანებას და მათ, წინსვლა უსურვეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებული წელი ჩვენს პატარებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: