2023 წლის ინსტრუქცია და „ბუკებთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი - ეს უნდა გაითვალისწინოთ
18-09-2023

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გაავრცელა 2023 წლის ინსტრუქცია, რომელიც პირველკლასელთა ბუკებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერზე ვრცელდება 1 წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის ან დაზიანების შემთხვევაში
(არ იგულისხმება ფიზიკური დაზიანება) უნდა მიმართოთ შესაბამის სერვისცენტრებს.

თბილისი - ჭავჭავაძის 17ა, +995 (32) 222-0505
ბათუმი - ნოე ჟორდანიას 21, 597 708-800, 0422 25 25 75
თელავი - აღმაშენებლის 52ბ, +995 (32) 220-0202
ქუთაისი - თამარ მეფის 95, 568 44 59 59, +995 0431 24 38 54
გორი - ცაბაძის 7, 595 55 70 69, +995 03702297996

პროგრამული დაზიანების შემთხვევაში - გთხოვთ მიმართოთ ნებისმიერ კომპიუტერულ სერვის ცენტრს სადაც შეძლებენ სისტემის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებას (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა წაიშალოს თქვენი პირადი მონაცემები.

აღნიშნულის შენახვისთვის აუცილებლად აცნობეთ წინასწარ შესაბამისი სერვის ცენტრის წარმომადგენელს) სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კომპიუტერში ავტორიზაციის პროცესის მოწყობა ე.წ. PIN კოდის გამოყენებით.

მოსწავლის ანგარში სარგებლობს ადმინისტრატორის უფლებებით. აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების ჩაწერა/წაშლა დამატებით სპეციალისტის ჩარევის გარეშე. გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერის მეხსიერების გადავსება ან/და სისტემური პარამეტრის(ების) ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის გაუმართაობა ან ხარვეზებით მუშაობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203