50-მა მასწავლებელმა საგნობრივი ტრენინგები გაიარა - დეტალები
17-10-2023

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ინტეგრირებული ზოგადი მოდულების 50-მდე მასწავლებლისთვის საქართველოს 10 რეგიონიდან,შესავალი და საგნობრივი ტრენინგები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ტრენინგი თავად პროფესიულმა მასწავლებლებმა წარმართეს.

ტრენინგების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების პრინციპებისა და ინტეგრირებული ზოგადი მოდულების საფუძველზე სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და სტუდენტთა შეფასების მიდგომების გაცნობა.

ტრენინგები ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებლებისთვის სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით შეხვედრებს ითვალისწინებდა, მათ შორის:

მათემატიკური წიგნიერება

მოქალაქეობა

ტრენინგის მსვლელობისას, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა ინტეგრირებული პროგრამების მნიშვნელობაზე, დანერგვაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობისას პროფესიული მასწავლებლები სიღრმისეულად გაეცნენ სასწავლო პროცესის ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმვისა და წარმართვის სპეციფიკასა და ინტეგრირების პრინციპებს, ისევე, როგორც სტუდენტების შეფასების მიდგომებს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203