54 მასწავლებელი მსოფლიოს 74 ქვეყანაში ატარებს ონლაინ გაკვეთილს - დეტალები
25-09-2023

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ პარლამენტში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ამ მიმართულებით 50-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული, რომლებიც მშობლიურ ენას ონლაინ 1000-ზე მეტ ბავშვს ასწავლის.

„დღეს 54 მასწავლებელი გვყავს, რომელიც საღამოობით 74 ქვეყანაში 1087 ბავშვს ასწავლის ქართულს. გვყავს 40 წუთიანი გაკვეთილები, რომელიც კვირაში 2-ჯერ ტარდება“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.  

ცნობისთვის, ქართული ენის გაკვეთილები ემიგრანტი მოსწავლეებისთვის 2016 წლიდან ტარდება და  მოსწავლეები გაკვეთილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ ესწრებიან . 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203