პედაგოგებისთვის ტრენინგების რეგულირების წესი იანვრიდან ამოქმედდება - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე
08-10-2023

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება პედაგოგთა ტრენინგებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ შემუშავებულია ტრენინგების რეგულირების წესი და სავარაუდოდ ის იანვრიდან ამოქმედდება:

„ჩვენ გვაქვს ბაზა - სატრენინგო მოდულებს ვაწვდით სკოლებს, არჩევენ რომელიც უნდათ, რამდენი საათიც უნდათ, უფასოდ, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება ტრენინგების რეგულირებს წესს, გვინდა, რომ ის იანვრიდან მაინც ავამოქმედოთ, უბრალოდ, აქამდე რადგან ვაუჩერი არ არსებობდა, ვიღებდით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

თვითრეგულირებადი ტრენინგები შევთავაზეთ 12 ათას მასწავლებელს „ედექსზე“; მასწავლებელს შეუძლია, ის გაიაროს... ვერ ჩააბარებს, ისევ გაივლის და მთავარია, თვითონ მუშაობს საკუთარ თავზე.

რაც ყველაზე მეტად გვინდოდა, მასწავლებელი შექმნილიყო დამოუკიდებელ მსწავლელად... ზოგადად კი, პროფესიულ გადამზადებას პატარა წვლილი აქვს პროფესიაში, რაც უნდა მომამზადოთ. ექიმი გამოვალ?!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203